ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მათივე ცნობით, მოკლულებს შორისაა ისრაელის საკითხებში ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე საიდ იაჰია ჰამიდი.
IDF-ის ცნობით, მათ ასევე მოკლეს დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშობის განყოფილების უფროსი ჯალალ პურ ჰოსეინი.
ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია, თუ როგორ და სად მოხდა მათი ლიკვიდაცია.

