აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, ნარკოდანაშაულში ჩართულ ყველა პირს მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი” – ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს.

დარახველიძის თქმით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას და ნარკოდანაშაულში მონაწილე ყველა პირს კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.

„საზოგადოება ყოველ დღე ხედავს არაერთ ფაქტს, როცა ხდება ნარკოტიკების გავრცელების გამოვლენა. პასუხისგებაში მივეცით არაერთი პირი, რომლებიც ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაში. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტურ ბრძოლას და ყველა იმ პირს, ვინც გადაწყვეტს, ჩართული იყოს ნარკოდანაშაულში, მოუწევს, კანონის წინაშე უმკაცრესად აგოს პასუხი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

იტვირთბა....