აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

,,მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მუდმივ კონტაქტშია ირანის ხელმძღვანელობასთან.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან და განვიხილავთ ამ ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ირანზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი სიტუაციას აანალიზებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანალიზებთ სიტუაციას და ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა დასკვნები გააკეთა მოსკოვმა ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ ომის გზის არჩევის შემდეგ.

იტვირთბა....