აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

კვიპროსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ სამხრეთ კვიპროსში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდესი ადასტურებს, რომ სამხრეთ კვიპროსში, ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა.

მისივე თქმით, შუაღამის შემდეგ, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი აკროტირიში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებს შეეჯახა, რამაც „მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მუდმივ კონტაქტშია ევროპისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან. მისივე თქმით, კვიპროსი არ აპირებს რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას.

იტვირთბა....