აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული, ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში – საქართველოში არის მშვიდობა” – დავით მათიკაშვილი

გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული – ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში – საქართველოში არის მშვიდობა, – ამის შესახებ  დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს თუ რაოდენ ეფექტური იყო „ქართული ოცნების” ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო.”

„ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ომის დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს თუ რაოდენ ეფექტური იყო „ქართული ოცნების” ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო და ყველა პროცესი ისე მართა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება გარედან არსებულ ზეწოლებს არ აჰყვა და მდგრადი მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარმა ქვეყანამ იზრუნოს მშვიდობაზე. გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული. ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში – საქართველოში არის მშვიდობა. საქართველოში არსებულმა მშვიდობამ უზრუნველყო იმ ავიარეისების გადაადგილება, რომლის შესაძლებლობაც მოკლებულია იმ ქვეყნებში, სადაც ომია”,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

იტვირთბა....