ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით ახლო აღმოსავლეთის მომავალი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ისტორიულ მომენტში ვართ, როდესაც ახლო აღმოსავლეთის მომავალი ამ ოპერაციის წარმატებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
მან ისლამური რესპუბლიკას ბოროტების იმპერია უწოდა, რომელსაც რუკიდან ისრაელის გაქრობა სურს. მისი თქმით, ირანმა ისრაელზე თავდასხმა დედამიწის ყველა კუთხიდან სცადა.
„ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომელსაც ვუზიარებთ როგორც ბრიტანელ მოკავშირეებს, ასევე ყველა სხვა მოკავშირეს. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ რეგიონში ნამდვილი ცვლილებები იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

