აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქუვეითში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

ქუვეითში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. მედიის ინფორმაციით, საელჩოს შენობიდან კვამლი ამოდის.

„როიტერის“ ცნობით, ტერიტორიაზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებოდნენ.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, ქუვეითში აშშ-ის საჰაერო ბაზის მახლობლად, გამანადგურებელი ჩამოვარდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ გამანადგურებელი ქუვეითში, აშშ-ის ალი ალ სალემის ბაზიდან 10 კილომეტრის რადიუსში ჩამოვარდა. ამ დროისთვის უცნობია, რატომ ჩამოვარდა და რომელ საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, ქუვეითში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ და სახლებს შეაფარონ თავი. საელჩო ასევე მოუწოდებს ქუვეითში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ხმამაღალი აფეთქების ან განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარი გადავიდნენ.

„არ მიხვიდეთ საელჩოში. გადაადგილდით თქვენი საცხოვრებლის ყველაზე დაბალ სართულზე, ფანჯრებისგან მოშორებით. გარეთ არ გახვიდეთ“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.

იტვირთბა....