აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქუვეითში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ და სახლებს შეაფარონ თავი

ქუვეითში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ და სახლებს შეაფარონ თავი.

„არ მიხვიდეთ საელჩოში. გადაადგილდით თქვენი საცხოვრებლის ყველაზე დაბალ სართულზე, ფანჯრებისგან მოშორებით. გარეთ არ გახვიდეთ“, – ნათქვამია ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.

საელჩო ასევე მოუწოდებს ქუვეითში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ხმამაღალი აფეთქების ან სირენის გაგონების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარი გადავიდნენ.

„გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ რაკეტას ან დრონს ჩამოაგდებენ, მათი ნამსხვრევები მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქამდე ცნობილი გახდა, რომ ქუვეითში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა. „როიტერის“ ცნობით, ტერიტორიაზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....