ახალი ამბები მთავარი სპორტი

მარგველაშვილი ჩემპიონი გახდა და რუსეთში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა

 

ქართველმა ძიუდოისტმა – 66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა რუსეთში, ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილმა ფინალამდე პორტუგალიელი ანდრე შოარესი იპონით, თურქი სინან სანდალი ასევე იპონით, რუსი არსენ გალსტიანი ვაზარით, ხოლო ბელარუსი დიმიტრი შერშანი იუკოთი დაამარცხა.

ფინალში კი ცოლინ ოტის დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

იტვირთბა....