აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა” – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზა RAF Akrotiri-ზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეტევა ადგილობრივი დროით საღამოს, 22:00-ზე მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჩვენი ძალების დაცვა რეგიონში უმაღლეს დონეზეა. ბაზამ ჩვენი პერსონალის დასაცავად უკვე იმოქმედა“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ ირანი „განურჩეველ შეტევებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედროები და იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის წინაშე დგანან.

იტვირთბა....