აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი დაიღუპა

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Times of Israel-ის ცნობით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე მთავარ ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, გუშინ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების სამიზნედ იქცნენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ასევე მოკლული არიან „რევოლუციის გუშგთა კორპუსის ხელმძღვანელი” სარდარ პაკპური, თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალი შამხანი და თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე.

იტვირთბა....