ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-მა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო – აღნიშნულის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

“ჩვენი მიზანია ამერიკელი ხალხის დაცვა ირანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით. ეს არის სასტიკი ჯგუფი, რომლის მუქარის შემცველი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს სამხედროებს, საზღვარგარეთ განთავსებულ ბაზებსა და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში,” – განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

ტრამპის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებაა.

“ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, – აღნიშნავს ტრამპი.

იტვირთბა....