არჩევნები აქტუალური თემა მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რობერტ ფიცო უკრაინაში მიიწვია გადაუჭერელი საკითხების განსახილველად.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენზე არიან დამოკიდებულები და სწორედ ეს გახდა უნგრეთ, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების მიზეზი. უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბა“ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში კი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა გამიზნულად არ ახორციელებს საწვავის მიწოდებას.

იტვირთბა....