აქტუალური თემა ახალი ამბები

ლონდონის ცენტრში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა პირმა გრაფიტით შეღება

ლონდონის ცენტრში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება უცნობმა გრაფიტით შეღებეს.

როგორც მედია წერს, უცნობმა პირმა ძეგლზე წითელი საღებავით დაწერა შემდეგი სიტყვები: „სიონისტი ომის დამნაშავე”, „თავისუფლება პალესტინას” და „შეაჩერეთ გენოციდი.”

მეტროპოლიტენის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირებიდან ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.

დაკავებულია 38 წლის მამაკაცი. პოლიციის ცნობით, იგი ეჭვმიტანილია რასობრივი ნიშნით აგრესიულ ვანდალიზმში.

იტვირთბა....