“ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი მივიდა ხელცარიელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამის კიდევ ერთი დასტურია” – თქვა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ იმედისა და POSTV-ის დასანქცირებაზე.
ცნობისთვის, 26 თებერვალს, სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარეთ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ “TV იმედი” და “POSTV ” რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო დაასანქცირა.

