ახალი ამბები პოლიტიკა

სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან

სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ორბანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისაუბრა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი ამტკიცებენ, რომ მილსადენით მიწოდების განახლება ტექნიკური დაბრკოლებების გამო შეუძლებელია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„რამდენადაც სლოვაკეთმა და უნგრეთმა იციან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს და მილსადენი მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო დაიხურა. ამიტომ, რობერტ ფიცოსთან შევთანხმდით, რომ ერთობლივ საგამოძიებო კომისიას შევქმნით. ამ საგამოძიებო კომისიის ამოცანა იქნება ადგილზე მისვლა და სიტუაციის პირადად გადამოწმება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ აღნიშნულ საგამოძიებო კომისიას მისცეს უკრაინაში შესვლის უფლება და უზრუნველყოს მისი მუშაობისთვის საჭირო პირობები.

იტვირთბა....