აქტუალური თემა ახალი ამბები

ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება სავალდებულოა

ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება სავალდებულოა.

ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენების, არენდით გადაცემისა და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება აუცილებელია.

პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლების მიერ, მევენახეობის რეგიონების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე მიმდინარეობს.

მოქმედი რეგულაციით, საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე – ღვინის რეალიზაციას.

ვენახების კადასტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. კადასტრი იქმნება თითოეული ნაკვეთის იდენტიფიკაციით და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას: ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა, მდებარეობა, ფართობი და სხვა მონაცემები.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით აღწერილია 50 ათასამდე ჰექტარი ვენახის ფართობი.

იტვირთბა....