აქტუალური თემა

,,გერმანიაში ფრიდრიხ მერცს მოუწოდებენ, რომ გამოიძიოს ქვეყნის კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან ” – ,,პოლიტიკო”

გერმანიაში ფრიდრიხ მერცს მოუწოდებენ, რომ გამოიძიოს ქვეყნის კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან.

ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გერმანიის კანცლერზე ზეწოლას „მწვანეთა პარტია“ ახორციელებს.

პარტიის წევრები მოითხოვენ გამოძიებას სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან გერმანიის კავშირების თაობაზე.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ გამოძიება აუცილებელია, თუნდაც ქვეყნის მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ ეპშტეინთან შესაძლო კავშირები სრულად არის გამოძიებული.

„ძალიან შემაშფოთებელია, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო ყველა სხვა ქვეყანა ზომებს იღებს, განმარტებებს მოითხოვს და ქმედებებს ახორციელებს, გერმანიის მთავრობა დიდწილად გულგრილი რჩება“, – აღნიშნავენ „მწვანეთა პარტიაში“.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ საკითხი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა გამოიძიოს დანაშაულები, შეწყდეს და არ გაჩნდეს რაიმე სახის შეთქმულების თეორიები და ნარატივები.

იტვირთბა....