პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს – “ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსნის ორი სტროფიც წაიკითხეს, ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე”.
“ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან. აშანტაჟებენ მთელ ერს. და აშანტაჟებენ რისთვის? – მთავარი მიზეზი ის არის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ის ხალხი, რომლებიც მათ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. ევროკავშირის ელჩი თავად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი თბილისში თავად იყო ჩართული კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ, აფინანსებდნენ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის მიზნით. ეს ყველაფერი არის ფაქტები… ამ დონეზე ფიქრობენ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას. მთავარი ხომ ეს არის, ამდენი ხანია, 30 წელია, მეტი, 35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ, რაც ეს რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსნის ორი სტროფიც წაიკითხეს, ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრა, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო.
ეს პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, რომელმაც ეს გვითხრა. ჩვენ ვიზები სხვებმა ჩაგვიკეტეს სხვადასხვა პერიოდში ჩვენი დამოუკიდებლობისა, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, ვიზაც გაგვიუქმეს და ა.შ. სწორედ ასე – თავისუფლება გინდა თუ ვიზა.
აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება უთხრა, არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას” – ამბობს პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილის თანახმად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ ქართველი ოფიციალური პირები გააგრძელებენ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევას.

