სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ ანა ჰაკობიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
„როგორც ადრე განვაცხადე, ჩემი და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ქორწინება დასრულებულია. ადრე დავწერე, რომ ჩვენი „სამოქალაქო ქორწინება“ დასრულებულია. ამან ბევრი გაურკვევლობა გამოიწვია. მე ასე იმიტომ დავწერე, რომ სხვა სახის ქორწინება არც გვაქვს“, – განაცხადა ჰაკობიანმა.
მისი თქმით, ის ტოვებს სახელმწიფო სახლს და საცხოვრებლად ქირით გადადის.
„მე ვტოვებ სახელმწიფო სახლს“, – განაცხადა ჰაკობიანმა.
როგორც მან აღნიშნა, დაშორების შემდეგ მას არ ეყოლება სახელმწიფო დაცვის სამსახური. მას არ ჰყავს ავტომობილი, შესაბამისად, ის ქუჩაში მარტო ივლის.
დაშორება დაადასტურა თავად ფაშინიანმაც. „პატივს ვცემ ანას გადაწყვეტილებას. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რთულ პერიოდებში ის ჩემ გვერდით იყო. ის იყო ჩემი საყრდენი და მხარდამჭერი. არ ვარ დარწმუნებული, მეც ვიყავი, თუ არა ასეთი მისთვის. ალბათ, უფრო მეტი ტკივილი მივაყენე, რის გამოც პატიებას ვთხოვ“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

