აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა პროგრესის პოტენციური ნიშნები არსებობს ” – Reuters

ჟენევაში გუშინ გამართულ მოლაპარაკებებზე Reuters წერს – ” აშშ-ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა პროგრესის პოტენციური ნიშნები არსებობს”.

მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით მიმდინარეობდა და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, მხარეებმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე.

“ორივე მხარე გეგმავს მოლაპარაკებების განახლებას მათი ქვეყნების დედაქალაქებში კონსულტაციების შემდეგ, ხოლო ტექნიკური დონის დისკუსიები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება” – განაცხადა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ.

შვეიცარიაში გუშინ, 26 თებერვალს, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და ტრამპის წარმომადგენლების – სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მონაწილეობით გაიმართა.

იტვირთბა....