აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში დაძაბულობა განიხილეს

საუდის არაბეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული დაძაბულობა განიხილეს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი თავის პაკისტანელ კოლეგა იშაკ დარს ტელეფონით ესაუბრა.

მედიის ცნობით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს „რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა“ და „დაძაბულობის შემცირების გზებზე“.

მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ დროისთვის ქვეყნებს შორის საზღვარზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა ორივე მხარე მაღალი მზადყოფნის რეჟიმში რჩება.

საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ავღანეთის “თალიბანის” პაკისტანს „ღია ომი“ გამოუცხადა.

იტვირთბა....