აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ირლანდიას სექტემბერში ეწვიოს, გოლფის ტურნირის, Irish Open-ის დროს. აღსანიშნავია, რომ ტურნირი პირველად იმართება დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იმ გოლფის მოედანზე, რომელიც ტრამპის ოჯახის საკუთრებაშია — ამის შესახებ ხუთშაბათს ირლანდიაში აშშ-ის ელჩმა განაცხადა.
ტრამპი ბოლოს ირლანდიას პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით 2019 წელს ეწვია, როდესაც ის დუნბეგში (Doonbeg) მდებარე „ტრამპის საერთაშორისო გოლფ კლუბში“ (Trump International Golf Club) გაჩერდა. წელს „ირლანდიის ღია პირველობა“ 10-დან 13 სექტემბრამდე სწორედ იმ გოლფ-კურორტზე გაიმართება, რომელიც ტრამპმა 2014 წელს შეიძინა.
„სექტემბერში, ირლანდიის ღია პირველობის დროს, ჩვენ გვაქვს პრეზიდენტის პოტენციური ვიზიტის მოლოდინი,“ — განაცხადა ედვარდ უოლშმა დუბლინში გამართულ ამერიკის სავაჭრო პალატის ღონისძიებაზე.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მარტინი ტრამპს მომავალ თვეში თეთრ სახლში შეხვდება, წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში.

