ახალი ამბები

,,ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის რუსეთისგან დაცვა 1.2 ტრილიონი ევრო დაჯდება” — აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მხრიდან პოტენციური აგრესიის შემთხვევაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა სულ მცირე 1.2 ტრილიონი ევრო ($1.42 ტრილიონი) დაჯდება — ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება Reuters.

„რუსეთის პოტენციური აგრესიის შემთხვევაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების დაცვა სულ მცირე ათას ორას მილიარდ ევროს შეადგენს — რაც 24-ჯერ აღემატება პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტს“, — გააფრთხილა მან საზოგადოება.

მან ეს ციფრი შეადარა იმ თითქმის 200 მილიარდ ევროს, რომელიც ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას 2022 წლის შემდეგ გადაუხადეს.

„თავისუფალი უკრაინა, როგორც დასავლეთის ნაწილი, არის ჩვენი შანსი, რუსული იმპერიალიზმი უსუსური გავხადოთ“, — განაცხადა მან.

მან ასევე დასძინა: „მიუხედავად იმისა, რასაც პროპაგანდა ამტკიცებს, რუსეთი არანაირად არ იმარჯვებს. არ დაიჯეროთ ეს. რუსეთი არ არის და არც არასდროს ყოფილა უძლეველი“.

სიკორსკიმ ასევე ხაზი გაუსვა პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი მიგრანტებისა და ლტოლვილების ეკონომიკურ წვლილს. მათმა კონტრიბუციამ პოლონეთის მშპ-ში 100 მილიარდი ზლოტი (24 მილიარდი ევრო) შეადგინა, რაც პოლონეთის ჯანდაცვის სისტემის წლიური ბიუჯეტის ნახევრის ტოლფასია.

იტვირთბა....