საქართველო შეიძლება დიდი საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში მოექცეს. მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ყულევის ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა უბრალო კერძო ინვესტიცია არ არის და მის მშენებლობაში პირდაპირი წვლილი შეიტანა „ქართულმა ოცნებამ”, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ყულევის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 56 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 3 300%-იანი ზრდა არის, ხოლო, 3 თვეში არარსებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 120 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი აწარმოა. მისი თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ მუშობს.
„ჩვენი პარტიის რეგიონულმა ორგანიზაციამ სცადა აღნიშნული ქარხნის მონახულება, მაგრამ ადგილზე მისულ მოქალაქეებს, არანაიარი მუშა ქარხანა იქ არ უნახავს – არ არსებობს ქარხნიდან ამომავალი კვამლი, ნარჩენები ან სხვა მტკიცებულება, რაც მის ამუშვებას დაადასტურებდა.
ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საქართველოში არსებული ყულევის პორტი ევროკავშირმა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტში შეიყვანა, რომელიც მალე დამტკიცდება. 24 თებერვალს კი ბრიტანეთმა უკვე დაასანქცირა გემი, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში ყულევში 100 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა.
საქართველო შეიძლება დიდი საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში მოექცეს.
მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ყულევის ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა უბრალო კერძო ინვესტიცია არ არის და მის მშენებლობაში პირდაპირი წვლილი შეიტანა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მისი თქმით, 2024 წლის 31 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს „ბლექ სი პეტროლიუმს“ 599 970 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გეგმა დაუმტკიცა. დათუნაშვილის განმარტებით, 2024 წლის 22 ოქტომბერს, აღნიშნული ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მთელი მთავრობა ესწრებოდა.
„კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ პირველ ეტაპზე, ქარხანაში 500 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო და „დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები“ იქნებოდა.
„ასეთი მასშტაბის საწარმო შესაძლოა, საუკუნეში ერთი იქმნებოდეს” – ასეთი კომიკური განცხადება გააკეთა ლევან დავითაშვილმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ საწარმოზე.
2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტში $5 მილიონის ინვესტიციას გეგმავდა, მოგვიანებით კი ეს თანხა გაიზარდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა, მათ შორის, ივანიშვილის „ქართუმ” ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს პროექტის მშენებლობა.
2025 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით კი საქართველოს მთავრობამ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის დიზელის იმპორტზე სპეციალური წესი მიიღო და შესაძლებელი გახდა დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის იმპორტი, თუკი ეს პროდუქცია განკუთვნილია ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის შემდგომი დამუშავების მიზნით.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს საერთაშორისო სკანდალი უბრალოდ ერთი ინვესტორის ან კერძო პირის თავნებობას არ გამოუწვევია, ეს არის საერთაშორისო კორუფციული სქემა, რომლის ფიგურანტებიც არიან ხელისუფლება და მათი არაფორმალური პატრონი ბიძინა ივანიშვილი მისი ბანკით!“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

