ახალი ამბები პოლიტიკა

,,ემანუელ მაკრონი წარადგენს განახლებულ ბირთვულ დოქტრინას და განაცხადებს, რომ პარიზს შეუძლია, „ბირთვული ქოლგა“ შესთავაზოს მოკავშირეებს, რომლებსაც აშშ-ის სანდოობაზე კითხვები აქვთ ” – „როიტერი“

საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყნის ბირთვული დოქტრინის განახლებას აპირებს.

„როიტერის“ ცნობით, ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირის დასაწყისში წარადგენს საფრანგეთის განახლებულ ბირთვულ დოქტრინას და განაცხადებს, რომ პარიზს შეუძლია, „ბირთვული ქოლგა“ შესთავაზოს იმ მოკავშირეებს, რომლებსაც აშშ-ის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის ლიდერი განახლებულ დოქტრინას ბრეტანში, ფრანგული წყალქვეშა ნავების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას წარადგენს.

დოქტრინის თანახმად, საფრანგეთის პოზიციაა მინიმალური, მაგრამ სანდო არსენალის შენარჩუნება, რომლის საშუალებითაც მოკავშირისთვის შესაძლებელია ისეთი სერიოზული დანაკარგის მიყენება, რომ ნებისმიერი პირველი დარტყმის შეკავება მოხდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, სტრატეგიული ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვის მიერ ბირთვული არსენალის გაფართოებასა და კრემლის მხრიდან ბირთვული რიტორიკის გაძლიერებას უკავშირდება.

იტვირთბა....