ახალი ამბები

“აშშ-მა დაინახა მტკიცებულებები, რომ ირანი ცდილობს თავისი ბირთვული პროგრამის აღდგენას, თუ ისინი ბირთვული იარაღის ხელახლა შექმნას შეეცდებიან, ეს ჩვენთვის პრობლემებს შექმნის” – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დაინახა მტკიცებულებები, რომ ირანი ცდილობს თავისი ბირთვული პროგრამის აღდგენას.

„პრინციპი ძალიან მარტივია: ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. თუ ისინი ბირთვული იარაღის ხელახლა შექმნას შეეცდებიან, ეს ჩვენთვის პრობლემებს შექმნის. სინამდვილეში, ჩვენ ვნახეთ მტკიცებულებები, რომ მათ სწორედ ამის გაკეთება სცადეს“, – აღნიშნა ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ირანთან მოლაპარაკებებს დაესწრებიან.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი თავიდან იწყებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას.

„შუაღამის ჩაქუჩის“ შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ მომავალში არ ჰქონოდათ მცდელობა, აღედგინათ ბირთვული პროგრამა, კერძოდ, ბირთვული იარაღზე მუშაობა, თუმცა ისინი თავიდან იწყებენ. გავანადგურეთ და კვლავ თავიდან იწყებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....