ახალი ამბები პოლიტიკა

„შეცვალეთ ანტიუნგრული პოლიტიკა, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა“ – ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს უგზავნის, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელესნკისადმი მიმართვისას ორბანი აღნიშნავს, რომ „ოთხი წლის განმავლობაში თქვენ ვერ შეძელით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღება“.

„ოთხი წლის განმავლობაში თქვენ მუშაობდით, რომ ჩაგეთრიათ უნგრეთი თქვენს ქეყანასა და რუსეთს შორის ომში. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ ბრიუსელისა და უნგრული ოპოზიციის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თქვენ, ბრიუსელი და უნგრეთის ოპოზიცია კოორდინაციას უწევთ ძალისხმევას უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის ხელისუფლებაში მოსაყვანად. ბოლო დღეებში, თქვენ დაბლოკეთ „დრუჟბის“ ნავთობსადენი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგეტიკისთვის. თქვენი ქმედებები არის უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის უნგრული ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას. ამიტომ, მოგიწოდებთ, შეცვალოთ თქვენი ანტიუნგრული პოლიტიკა. ჩვენ უნგრელი ხალხი არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე რაშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. არ გვსურს საომარი ძალისხმევის დაფინანსება და არ გვინდა ენერგიისთვის მეტის გადახდა. მე მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ „დრუჟბის“ ნავთობსადენი და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემდგომი თავდასხმებისგან“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....