პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა, – ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებული იერიშების გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და ნატო-ს მოკავშირეების ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.
„ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. ავიაგამანადგურებლები და ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები მზადყოფნაში იქნა მოყვანილი“, – აცხადებს პოლონეთის ოპერატიული სარდლობა.
შეგახსენებთ, 26 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს. კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში. რუსული ძალების იერიშების შედეგად ხარკოვში, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი

