პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სოციალურ ქსელში მათი ლიდერების ყალბი ანგარიშები შეიქმნა, რომლებსაც პარტიის დისკრედიტაცისთვის იყენებენ.
პარტია აღნიშნულს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ მანქანას უკავშირებს და მოქალაქეებს სთხოვს ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისთანავე შეატყობინონ.
გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში შექმნილია “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების ყალბი ანგარიშები, ე.წ. ფეიქ იუზერები, რომელთა გამოყენებითაც მიმდინარეობს პარტიის დისკრედიტაცია.
ყალბი მომხმარებლების სისტემატურობა და მასიურობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას “ოცნების” პროპაგანდისტული მანქანა, რაშიც სახელმწიფო ინსტიტუტები უკანონოდ ეხმარებიან.
გთხოვთ, ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისთანავე მოგვაწოდოთ ინფორმაცია პარტიის Facebook მესენჯერის საშუალებით,” – წერია განცხადებაში.

