აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას 26 თებერვალს, ჟენევაში გამართავს.

ასევე, ზელენსკის თქმით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.

„პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის პაკეტი იქნება და ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას შეეხება და ვფიქრობ, იგი მარტის დასაწყისში გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....