აქტუალური თემა ახალი ამბები

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა, რომლის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება.

მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის საკითხს, მაშინ როდესაც ისრაელი სამხედრო ექსპორტის გაზრდას ცდილობს.

როგორც ისრაელის მთავრობაში განმარტავენ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გზას გაუხსნის ახალ პარტნიორობასა და თანამშრომლობას მრავალ სფეროში.

ნარენდრა მოდი მოგვიანებით, ქნესეტს სიტყვით მიმართავს.

იტვირთბა....