ახალი ამბები

გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ უცვლელად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.

ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა 12 ნოემბერს განაცხადა. 

იტვირთბა....