ახალი ამბები პოლიტიკა

,,აშშ-ის ადმინისტრაცია „სიმართლის ილუზიას“ ქმნის, გებელსის პროპაგანდის კანონია, რომ „ტყუილის გამეორება ხშირად სიმართლედ იქცევა“ – ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტებისა და დემონსტრაციების დროს დაღუპულთა შესახებ გაკეთებული განცხადებები „ დიდი ტყუილია“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არავინ არ უნდა მოტყუვდეს, ამ აშკარა სიცრუით.

„პროფესიონალი მატყუარები კარგად ქმნიან „სიმართლის ილუზიას“, „ტყუილის გამეორება ხშირად სიმართლედ იქცევა“, ეს არის პროპაგანდის კანონი, რომელიც ნაცისტმა იოზეფ გებელსმა შექმნა. მას ამჟამად სისტემატურად იყენებენ აშშ-ის ადმინისტრაცია და მის გარშემო მყოფი ომის სპეკულანტები, განსაკუთრებით გენოციდის მომწყობი ისრაელის რეჟიმი, ირანის ერის წინააღმდეგ თავიანთი ბოროტი დეზინფორმაციის კამპანიის განსახორციელებლად. რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ირანის ბალისტიკურ რაკეტებთან და იანვრის არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვზე, უბრალოდ ეს არის „დიდი ტყუილის“ გამეორება“, – წერს ბაღაი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირანმა საკუთარ ქვეყანაში, სულ მცირე, 20 000 მომიტინგე მოკლა და რომ ისინი მუშაობენ რაკეტებზე, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეეძლებათ და ევროპისთვის საფრთხის შექმნა.

იტვირთბა....