უნგრეთში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის ცენტრისტულ მემარჯვენე პარტია „ტისას“ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია „ფიდესთან“ შედარებით 20%-ით მეტი მხარდაჭერა აქვს. ინფორმაციას მედია ორგანიზაცია Median-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხვის თანახმად, „ტისას“ მხარს უჭერს ამომრჩევლების 55%, „ფიდესს“კი 35%.
მათივე ცნობით, აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია Mi Hazánk-ს ამომრჩეველთა ექვსი პროცენტი უჭერს მხარს, რაც პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსს აძლევს.
Median-ის ცნობით, გამოკითხვა 18-23 თებერვალს ჩატარდა და სულ 1 000 ადამიანი გამოიკითხა. მათივე ცნობით, ცდომილების ზღვარი 3.5%-ია.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი.

