აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს” – ტობიას კრემერი

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს” – ევროარლამენტარი ტობიას კრემერი გამოეხმაურა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოსმენას.

“მადლობა, რასა, ამ ძალიან კარგი ანგარიშისთვის ძალიან რთულ დროს. მგონი ძალიან ნათლად თქვით, რომ როდესაც „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში უნდა ჩავიდეთ.
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ისინი რუსეთთან მიდიან, საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულებად ხდიან. ვფიქრობ, რომ ეს გეოპოლიტიკურად ძალიან მოკლემხედველი სტრატეგიაა მათთვის, მაგრამ ეს საშინელი სტრატეგიაა მათი ხალხისთვის, რომლებსაც ახლა ნაკლები თავისუფლება აქვთ და თავისუფლად პროტესტი არ შეუძლიათ.
„ქართული ოცნება“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია თუ დადასტურდება BBC-ის ანგარიში, მაგრამ მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სიმართლეა.
ასე რომ, ამ ეტაპზე, მგონია, რომ ევროკომისიის ანგარიში სრულიად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ალბათ ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია.

მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა ძალიან ნათელი პოზიცია დაიკავოს და თქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს სად უნდათ წასვლა. უნდათ ევროპისკენ სვლა? მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. უნდათ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ? ასეთ შემთხვევაში მათ თავი უნდა დაანებონ ნებისმიერ ამბიციებს და გულწრფელები იყვნენ მოსახლეობასთან, ვინაიდან ისინი აგრძელებენ მოსახლეობისთვისა და სხვებისთვის ტყუილებს, და მე მინდა, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად გულწრფელი იყოს.
ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია. მზია ამაღლობელის მსგავსი ხალხის სიმამაცეა, რომელსაც „სახაროვის ჯილდო“ გადავეცით ძალიან კარგი მიზეზით. ასევე ხალხია, რომელსაც ვხვდებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოდის ქუჩებში საფრთხეების მიუხედავად.

ასე რომ, გავაგრძელებთ შესწორებების გამოტანას, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობაზე, საქართველოს მოსახლეობის დაზიანების გარეშე. მაგრამ ჩვენი პოზიცია ცხადია: საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა“ [IPN] – თქვა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოსმენაზე.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა, რასაც “ქართული ოცნების” მიმართ ევროპარლამენტარების კრიტიკული გამოსვლები მოჰყვა.

იტვირთბა....