ახალი ამბები

,,სად გარბოდნენ ირაკლი რუხაძე და ვიქტორ ჯაფარიძე, რომლებიც ამაყობდნენ, რომ თურმე დამოუკიდებელი, კრიტიკული ტელევიზია შექმნეს?! – ვირთხებმა ჩასაძირად განწირული გემიდან გაასწრეს! ” – ირაკლი კუპრაძე

სად გარბოდნენ მაშინ ირაკლი რუხაძე და ვიქტორ ჯაფარიძე, რომლებიც ამაყობდნენ რომ თურმე, დამოუკიდებელი, კრიტიკული ტელევიზია შექმნეს?! – ვირთხებმა ჩასაძირად განწირული გემიდან გაასწრეს! – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ,დიდი ბრიტანეთის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, რადგან ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი ორი ტელეკომპანია არსებობს, რომელიც ანტიევროპულ და პრორუსულ პროპაგანდას ეწევა.

„ის რომ სხვადასხვა სახელისუფლებო ტელევიზიები წლების განმავლობაში ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას, დეზინფორმაციას, ტყუილს, ეს მრავალწლიანი პრაქტიკით დასტურდება, რასაც ვხედავთ დეზინფორმაციის, რუსული პროპაგანდის, ანტიევროპული პროპაგანდის მიმართულებით. ჩამონათვალი არის სწორედ ამის დასტური. ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ აღმოჩნდნენ Russia Today, Первый канал-თან და Россия-1-სთან ერთად სანქცირებულთა სიაში. ეს სამწუხარო ფაქტი თავის მხრივ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი ორი ტელეკომპანია არსებობს, რომელიც ეწევა ანტიევროპულ და პრორუსულ პროპაგანდას.

ვირთხებმა გაასწრეს – 25 დღით ადრე წილები ვიქტორ ჯაფარიძემ გადააფორმა და რამდენიმე დღის წინ კი ირაკლი რუხაძემ. როგორც ჩანს, მათ მოახერხეს წინასწარ ამ ინფორმაციის მიღება და ვირთხებმა გაასწრეს ჩასაძირად განწირული გემიდან. სად გარბოდნენ მაშინ ირაკლი რუხაძე და ვიქტორ ჯაფარიძე, რომლებიც ამაყობდნენ რომ თურმე, შექმნეს დამოუკიდებელი, კრიტიკული ტელევიზია?!” – განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “იმედი” და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

იტვირთბა....