აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“თქვენ აკეთებთ ორჯონიკიძის საქმეს” – მიმართა კობახიძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისეტებს

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, “იმედი” და “POSTV” “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო დაასანქცირა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ და ასევე ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებსაც მიმართა.

“2012 წლამდე რასაც აკეთებდა თქვენი პარტია, ამ ქვეყანას ყოველდღიურად რომ აზიანებდა, იგივეს აკეთებთ თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივეს აკეთებდით. ეს არის სამარცხვინო, როდესაც ცდილობ, მიზანმიმართულად დააზიანო საქართველოს, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. აი, ორჯონიკიძე, ორჯონიკიძე შემოვიდა აქედან საქართველოში, თქვენ აკეთებთ ორჯონიკიძის საქმეს. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. როდესაც ცდილობ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე” – მიმართა კობახიძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისეტებს.

იტვირთბა....