“ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია მათი გმირობისთვის პატივის მიგება, მათთვის პატივის მიგება.
და ეს დღე, რა თქმა უნდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. კიდევ ერთხელ, ჩვენი გმირები გვაძლევენ ზუსტად ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
1921 წლის 25 თებერვალი – საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე

