პოლიტიკა ციტატა

იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის ე.წ ხელისუფლებას – რასა იუკნევიჩიანე

“საქართველოში სიტუაცია უარესდება, ამას ყველა ხედავს და ჩვენ რეალობას ავსახავთ ამ დოკუმენტში” – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე მთავარმა მომხსენებელმა, რასა იკნევიჩიანემ განაცხადა. 

  • მან ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტზე ისაუბრა, რომელსაც ხვალ ბრიუსელში განიხილავენ. 

რასა იუკნევიჩიანეს თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ “ქართული ოცნება” ქართველ ხალხს არ უსმენს. 

საქართველოში სიტუაცია უარესდება, ამას ყველა ხედავს და ჩვენ რეალობას ავსახავთ ამ დოკუმენტში. სიტუაცია სამწუხაროა, საერთოდ არ მიხარია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის ე.წ ხელისუფლებას. შეიძლება ისინი ელოდებიან გარკვეულ მხარდაჭერას არადემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, თუმცა ვფიქრობ ეს მხოლოდ დროებითია. ქართველი ხალხი არასდროს დათანხმდება არაევროპული გზის არჩევას ჩვენ მათ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ,” – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

იტვირთბა....