ახალი ამბები

ყველა ბანკი ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მომსახურება სანქცირებულ იურიდიულ პირს – გიორგი კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება მაუწყებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ და ოპერაციულ სირთულეებს შექმნის. მისი თქმით, პრობლემები შესაძლოა შეეხოს უცხოურ პარტნიორებთან ტრანზაქციებს, ლიცენზიებსა და საბანკო მომსახურებას.

ეკონომიკის ექსპერტი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ბანკი ვალდებულია, ავტომატურად შეუწყვიტოს მომსახურება სანქცირებულ იურიდიულ პირს.

ტელეკომპანიას, ძალიან კარგად იცით თქვენც, რომ სჭირდება, ვთქვათ, სატელიტზე რომ გავიდეს ან რაღაცა სერვერები საერთაშორისო, ყველაფერი ეს არის უცხოური, შესაბამისად, მათთან სჭირდება ტრანზაქციები, ნაღდი ანგარიშსწორება ხომ ვერ ექნებათ, თავისთავად. ასევე ტელლეკომპანია “იმედის” ეთერში გადის, მინუმუმ, ორი შოუ, რომელიც ბრიტანული და ლიცენზია აქვთ ნაყიდი. მათი სავაჭრო ნიშნებიც კი ინგლისურ კომპანიებს აქვთ საქართველოში რეგისტრირებული, შესაბამისად,  მოასწრეს ახლა “ცეკვავენ ვარსკვლავების” სეზონის დასრულება გუშინ, თორემ დღეს უკვე შეიძლება, ვეღარ დაესრულებინათ. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამ საერთაშორისო ანუ უცხოური ფილმების შეძენა, ნებისმიერი ტრანზაქცია უცხოელებთან გაურთულდებათ და რა თქმა უნდა, ხელფასების გადახდაც, იმიტომ, რომ ყველა ბანკი ავტომატურად ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მომსახურება სანქცირებულ იურიდიულ პირს. როდესაც ნაკლებად რეკლამა შევა ამ ორ ტელეკომპანიაში, ბიძინა ივანიშვილს, თავისთავად, კიდევ უფრო მეტად გაუძვირდება განსაკუთრებით ტელეკომპანია “იმედის” შენახვა. რეპუტაციულადაც და ფინანსურადაც რისკია უკვე კომპანიასთან იურიდიულად ურთიერთობა, მათ შორის თუნდაც ქოცური ბიზნესებისთვისაც რისკია, ყველა მაინც საკუთარ თავზე ნერვიულობს, – ამბობს გიორგი კეპულაძე. 

იტვირთბა....