დონალდ ტრამპი ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღემდე იყოს მიღწეული, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
„ბლუმბერგს“ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ტრამპს სურს, ომი 4 ივლისამდე დასრულდეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილეს აღნიშნავს, პრეზიდენტი კი საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლებს.
„აშშ ცდილობს შეთანხმების მიღწევას 4 ივლისამდე, ტრამპის მიერ ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე. ევროპელი და ნატო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლების თქმით კი, არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა, მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც არ დააკმაყოფილებს მის ძირითად მოთხოვნებს“, – წერს გამოცემა.
ამასთან, „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნების გამო სამმხრივი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
„წელს აბუ დაბისა და ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების სამი რაუნდი რეზოლუციის გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული რჩება, ისინი, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული“, – წერს გამოცემა

