ახალი ამბები

,,ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არ ჩავნიშნოთ ” – ირაკლი ზარქუა

“ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა თავად ოპოზიციის ინტერესში არ უნდა იყოს. მისი თქმით, ოპონენტები ახლა “განულებული” არიან და არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში, “ოცნება” იმაზე მეტ ხმას აიღებს, ვიდრე ახლა აქვს.

ამასთან, ზარქუა საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებაზეც საუბრობს, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეხება

,,როდესაც შენ გქვია საერთაშორისო დამკვირვებელი, არ უნდა იყო ადგილობრივი, გუშინ შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ბეიჯს გაიკეთებ და “ვარ საერთაშორისო დამკვირვებელიო” – არა. უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, არაფერი იზღუდება, ვიდეოგადაღება ნებდართულია, უბრალოდ, აქ არის თვითონ საარჩევნო კომისიის სხდომებზე, თვითონ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რა, როგორ უნდა იყოს, ისინი მოაწესრიგებენ. ასე რომ, სიმართლე უნდა ილაპარაკოთ და მესამე, პირიქით, დღეს ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არ ჩავნიშნოთ – განულებულები, უცხვირპიროები, უსამშობლოები, ყოველგვარი რეიტინგის გარეშე. ჩვენ რომ ჩავატაროთ ვადამდელი, გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე გვაქვს”, – ამბობს ზარქუა. 

იტვირთბა....