დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მშვიდობას დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი უქმნის. სტარმერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია იმ ტყუილის დამარცხება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ომში იმარჯვებს. როგორც სტარმერმა აღნიშნა, დიდ ბრიტანეთს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურს .
„სამართლიანი და გრძელვადიან მშვიდობასთან მისასვლელ გზაზე დაბრკოლებას პუტინი ქმნის“, – განაცხადა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესება.
„ეს არ გახლავთ შორეული კონფლიქტი, რომელიც დიდი ბრიტანეთისგან შორსაა. ის ჩვენ ბევრ დონეზე გვეხება. ის ეხება ჩვენს ღირებულებებს – თავისუფლებას, დემოკრატიას და ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ის თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, გავლენას მოახდენს დიდი ბრიტანეთში ყველაზე და დიდი ხნით, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინა თავისი არსით არის ჩვენი მშვიდობის წინა ხაზი და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა სტარმერმა.

