პოლიტიკა

,,უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის არმია უკვე მესამე თვეა, რაც იმაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას ახერხებს ” – „თაიმსი“

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის არმია ზედიზედ სამი თვის განმავლობაში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას ახერხებს, – ამის შესახებ სტატიას „თაიმსი“ აქვეყნებს.

გამოცემა სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 – 35 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში დანაკარგების მაჩვენებელმა ახალი ჟარისკაცების მიღების მაჩვენებელს გადააჭარბა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც დანაკარგებმა ახალი წევრების მიღებას გადააჭარბა, რაც უკვე სამი თვის განმავლობაში გრძელდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წაყარომ გამოცემასთან საუბარში.

მისი თქმით, ეს ტენდენცია არა მხოლოდ რუსეთის ტაქტიკურ შესაძლებლობებზე მოქმედებს, არამედ შეიძლება, ხელისუფლებას უფრო ფართო იძულებითი მობილიზაციისკენაც აიძულოს, რასაც ქვეყნის შიგნით „პოლიტიკური შედეგები“ მოჰყვება.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის, ალ კარნესის განცხადებით, ომის ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთის მთლიანმა დანაკარგებმა 1.25 მილიონ დაღუპულსა და დაჭრილს მიაღწია.

„ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში განიცადა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, თანამედროვე საბრძოლო ველზე დანაკარგების 87% დრონების თავდასხმებით არის გამოწვეული. ოთხი წლის განმავლობაში 4 000-ზე მეტი რუსული ტანკი და დაახლოებით 10 000 ჯავშანტექნიკა განადგურდა, ხოლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები უკრაინული საზღვაო დრონებისა და

იტვირთბა....