პოლიტიკა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის ახალი სამხედრო და ჰუმანიტარული პაკეტი გამოყო

უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის ახალი სამხედრო და ჰუმანიტარული პაკეტი გამოყო.

“გაერთიანებული სამეფო აძლიერებს მხარდაჭერას უკრაინასთვის, პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, ახალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გზით. იმ დროს, როდესაც ის სასტიკი ომი, რომლის მოგებასაც პუტინი ერთ კვირაში ელოდა, მეხუთე წელში შედის, ბრიტანეთის მთავრობა მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის დაცვა ბრიტანეთის უსაფრთხოებას ნიშნავს,” – წერია განცხადებაში.

პაკეტიდან £20 მილიონი განკუთვნილია საგანგებო ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის, და £5.7 მილიონი – ფრონტისპირა თემებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. პაკეტი ასევე მოიცავს სამედიცინო მენტორობას და ვერტმფრენის პილოტების მომზადებას.

იტვირთბა....