ახალი ამბები

,,ყოფილ „ნაცებთან“, მოქმედ „ნაცებთან“ და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ” – გიგა ფარულავა

ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს წითელი ხაზია, – ამის შესახებ  პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო – ლელოსთან“ თანამშრომლობა შესაძლებელია.

„მათი გადასაწყვეტია, შეუძლიათ „ნაცებთან“, მოქმედ „ნაცებთან“, ყოფილ „ნაცებთან“ გაერთიანდნენ ან კიდევ უფრო მეტად ნაწილებად დაიშალონ. ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს წითელი ხაზია. რაც შეეხება „ლელოსთან“ თანამშრომლობას, შეიძლება, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა განვიხილოთ. ეს კონკრეტული შემთხვევა იქნება, თუმცა გაერთიანების ნაწილში ხაზგასმით ვამბობთ, რომ „ნაცებთან“, ყოფილ „ნაცებთან“, მოქმედ „ნაცებთან“ და მათ განშტოებებთან არც გაერთიანებას და არც თანამშრომლობას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ფარულავამ.

იტვირთბა....