აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირაკლი კობახიძე ასახელებს იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც მისი თქმით, შრომის ბაზარზე შესასვლელად უმაღლესი განათლება სჭირდებათ

საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს მაჩვენებლიდან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება კერძო სექტორში ფიქსირდება, ხოლო 21 779-ის – საჯარო სექტორში. მონაცემები მოიცავს როგორც ახალი სამუშაო ადგილების ზრდას, ასევე ჩანაცვლების მოსალოდნელ მაჩვენებელს.

„ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად. ეს მაჩვენებელი შეადგენს 64 095-ს. აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის, ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც.

რაც შეეხება პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროების მოთხოვნას, აქ ლიდერობს შემდეგი პროფესიები: საშუალო სკოლის მასწავლებლები 6149; გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4761; ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2781, ექიმი სპეციალისტები 2701, მშენებლობის მენეჯერები 1710, პროგრამისტები 1691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1655, მშენებლობის ზედამხედველები 1299, ელექტროტექნიკოსები 1124, მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები 1008. ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე“,- განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....