ახალი ამბები

სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბელგრადი, 24 თებერვალი . სერბეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, წინააღმდეგ თავდასხმის მომზადებაში. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს დ. რ. (დაბადებული 1975 წელს) და მ. რ. (დაბადებული 1983 წელს). მათ ბრალად ედებათ შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სერბეთის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლა და უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა.

უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები გეგმავდნენ იარაღის მოპოვებას, რათა თავდასხმა განეხორციელებინათ პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე.

ორივე დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია მოთავსებული. სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცემა ქალაქ კრალევოს უზენაეს პროკურატურას.

გამოძიება გრძელდება.

იტვირთბა....