ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცე და გამძლეობა ისტორიას დარჩება.
„ოთხი წელი ურყევი სიმამაცისა. ოთხი წელი, რომლის განმავლობაშიც უკრაინელები უდიდესი ზეწოლის ქვეშ ფეხზე დგანან. ოთხი წელი ერის, რომელიც უარს ამბობს დათმობაზე, ოთხი წელი ევროპის ურყევი მხარდაჭერისა, ისტორია დაიმახსოვრებს მათ სიმამაცეს და მათ გვერდით მდგომთა სოლიდარობას“, – წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.

